|
2016-03-31 13:35:22, 405 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი კადრების გავრცელებაზე: კიბერდანაშაული მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევაა
„შემაშფოთებელია ის, რაც ხდება. ამას ქართულ სინამდვილეში ემატება ამორალური ფონი, როცა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ავრცელებენ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელების კომენტირებისას განაცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, კიბერდანაშაული მსოფლიო გამოწვევაა. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურადაა მობილიზებული, რათა კადრების გავრცელება მინიმუმამდე დავიდეს და დროულად მოხდეს როგორც პრევენცია, ასევე გამოძიება. ''შემაშფოთებელია ის რაც დღეს ხდება. ჩვენ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში კიბერდანაშაულთან დაკავშირებით. უამრავი საიტები არსებობს, რომლებიც არა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს აზარალებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ კიბედანაშაული ჯერ კიდევ არის ისეთი მოვლენა, რომელიც მთელი მსოფლიოს გამოწვევაა“, -აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)