12:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 20:20:00, 716 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის მეორე ფაზის სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოები მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. პროექტის მიხედვით, გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება.  განახლებული მილით მოხდება ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან, თურქეთის გავლით.

პროექტის მიხედვით, 2018-19 წლებიდან საქართველო ბუნებრივი აირის გაზრდილ მოცულობას შეღავათიან ფასად მიიღებს. საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია ,,BP“ აწარმოებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics