|
2016-03-30 17:39:47, 364 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად მზად არის
უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის ლასლო კოველის განცხადებით, საქართველო უკვე მომწიფებულია და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად მზად არის. კოველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. „ჩვენთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, სულიერი და კულტურულიმსგავსებები ჩვენთვის მას ძალიან ახლობელ ქვეყნად აქცევს. საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონშიც. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) ამის გაკეთება ორი გზით შეუძლია. პირველი - ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა შეთანხმების რატიფიცირება, და მეორე - საქართველოს ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილება უნდა გავუზიაროთ. მიგვაჩნია, რომ საქართველო უკვე მომწიფებულია და მზადაა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება." - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლასლო კოველთან. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორს არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და განსაკუთრებულ მეგობრობას. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)