|
2026-02-26 12:05:52, 4778 ნახვა
ეკონომიკა
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა (რ)
ნიუ-იორკში, Citigroup-ის სათავო ოფისში, თიბისიმ სტრატეგიის დღე 2026 გამართა, რომელსაც 100-ზე მეტი ინვესტორი და პარტნიორი ესწრებოდა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, თიბისის აღმასრულებელმა მენეჯმენტმა, მიღწეული შედეგები, ამბიციური მიზნები და მომდევნო 5 წლის სტრატეგიული ხედვა წარუდგინა, როგორც საქართველოს, ისე - უზბეკეთის ბაზრებზე. 2030 წლისთვის, თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზნები სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება - მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი, მარტივი და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების გზით. მომდევნო რამდენიმე წელში, თიბისი საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე ზრდის ტემპის დაჩქარებას, ბაზრის ლიდერის როლის კიდევ უფრო განმტკიცებას და ფინანსური და ბიზნესმაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს. თიბისის სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის:
"ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია გავხდებით, მათთვის ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებით და ამით, კიდევ უფრო მეტად გავუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, რაც თიბისის მისიაა", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)