|
2016-03-30 13:50:33, 375 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა როგორც წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე
„ევროპის სახლახო პარტიის“ პრეიდენტის განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პერსონალური მოსაზრებებია და არ ასახავს ევროპარლამენტის განწყობებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციაზე მომავალი არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა დამოკიდებული. „ვიზალიბერალიზაციი პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, საბოლოო თარიღები არც ევროპაში იციან და არც საქართველოში. არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის შიგნით იქნება, თუ ევროპულ ასპარეზზე, არ ექნება საშუალება, ევროპული სისტემის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. მომავალი არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა როგორც წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე. საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები და ეს შესრულებულია ბოლომდე, ძალიან მაღალ დონეზე. დამატებითი ვალებულებები მოსალოდნელი არ არის. მაშინ ეს იქნება ევროკავშირის მიერ დადებული პირობის დარღვევა. ასეთი წინაპირობა ამ პროცესს არ ახლდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)