|
2026-02-24 11:49:54, 2509 ნახვა
სამართალი
ბათუმში სამი პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს: 1969 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1985 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე ბათუმში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)