|
2016-03-29 18:26:55, 648 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ქუთაისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმერეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს იმერეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სოზარ სუბარის თქმით, სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვებს აუცილებლად გაითვალისწინებს. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)