|
2026-01-29 19:27:52, 552 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის პრეზიდენტი ყაველაშვილი ოცნების პარლამენტში მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა, თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. „აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია გვქონდა და შევთანხმდით, რომ 17 თებერვალს იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ქვეყნის გარეთ ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილი იყვნენ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)