|
2016-03-29 12:21:28, 608 ნახვა
საზოგადოება
29 მარტს "საქართველო თამბაქოს გარეშე" აღინიშნება
საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე". მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობისა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. "თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება - 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია; ეწევა მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს. 2013 წლიდან თამბაქოს კონტროლის საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შექმნილია თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული სახელმწიფო კომისია საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიის მიერ შემუშავებულია თამბაქოს კონტოლის ეროვნული სტრატეგია და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობისშესახებ", - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ცენტრის წარმომადგენლები თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასულ წელს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში ჩაატარა 300–ზე მეტი შეხვედრა 8000–ზე მეტი მოსწავლისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას მოზარდებისთვის თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ; მოზარდთა დარწმუნებას, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)