|
2016-03-29 12:05:20, 637 ნახვა
საზოგადოება
ACE-ზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე წარადგენს
2016 წლის 10-16 აპრილს აშშ-ში, კალიფორნიისა და არიზონას შტატებში გაიმართება მაღალი დონის რიგით მეხუთე ვიზიტი ვიზიტი Americas Competitiveness Exchange on Innovation and Entrepreneurship (ACE) პროგრამის ფარგლებში, რომელში მონაწილეობის მისაღებად მაღალკონკურენტულ პირობებში საქართველოდან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ქაშიბაძის კანდიდატურა შეირჩა. ACE -ამერიკის კონკურენტუნარიანობის ქსელის აშშ-ს (RIA)კომერციის დეპარტამენტის, საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციისა და ამერიკის სახელმწფოთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. პროგრამა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე ლიდერებს როგორც ამერიკიდან ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან უნიკალურ საშუალებას აძლევს, დაამყარონ ისეთი კავშირები, როგორიც შეესაბამება 21-ე საუკუნის ეკონომიკას, რომელიც ხასიათდება ინოვაციურობით, კვლევებით, განვითარებით, მაღალღირებული წარმოებით, ექსპორტზე ორიენტირებულობით და განვითარებადი სექტორებით, როგორიცაა მაგალითად მაღალტექნოლოგიური წარმოება. რამდენადაც ეკონომიკური ზრდა და ინოვაციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გლობალურ და რეგიონულ თანამშრომლობაზე,ACE - წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ასეთი თანამშრომლობის დამყარების საშუალებას იძლევა. სხვა ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობა კი, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინოვაციური წარმოებისა და სამეწარმეო ეკოსისტემების გაძლიერებისთვის ქვეყანაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)