|
2026-01-27 16:41:04, 871 ნახვა
პოლიტიკა
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. ამ კონტექსტში, მაია სანდუმ საქართველოც ახსენა და თქვა, რომ "რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა". "მოლდოვა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. მსგავს ზეწოლას ევროპის მასშტაბითაც ვხედავთ. მე ამაყი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგად თავი გაართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ. თუმცა, გულს მტკენს საქართველო - ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ", - თქვა მაია სანდუმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)