|
2026-01-27 13:09:57, 784 ნახვა
პოლიტიკა
დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდებიან
დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები, მეტე ფრედერიკსენი და იენს-ფრედერიკ ნილსენი სამშაბათს ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდებიან, ხოლო ოთხშაბათს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავენ. დანიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეები შეხვედრებზე „ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკურ ვითარებასა და ევროპის გაძლიერების აუცილებლობის საკითხს“ განიხილავენ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ მათ „გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო შექმნეს“. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფებს აღარ დააწესებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)