|
2026-01-22 14:07:36, 708 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში - თქვა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სხდომას მე-3 პრეზიდენტიც ესწრება. "არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ორივე მხრიდან დააკომპლექსეს ჩემი სახელის ხსენებაზე, მაგრამ ძალიან სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსებისგან. მე ბევრი ვისაუბრე წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკვე ვხედავ მომავალს, რომელშიც მე არცერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ მინდა, რომ დაფასდეს შრომა უამრავი გამოცდილი, პატრიოტი ადამიანის და მასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მივაკუთვნოთ ახალგაზრდობას, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზადაა და ღირსია ქვეყნის მმართველობაში მოსვლის. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. მე საბრძოლო ფორმაში ვარ, ძალიან დიდ მხარდაჭერას და ენერგიას ვგრძნობ ხალხისგან და მზად ვარ ხელახლა მივიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში... ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რაზე ვკამათობთ საერთოდ?" - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)