|
2026-01-16 13:44:52, 623 ნახვა
პოლიტიკა
ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო. ფავლენიშვილის თქმით, კონტრაქტები როცა ფორმდება სხვადასხვა აქტორს შორის, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინტერესს ატარებს. მისივე განცხადებით, პარტიამ „დავალიანება გაისტუმრა და არსებობს დოკუმენტაცია“. „ის, რომ გარკვეული სერვისებით სარგებლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ფული არ უნდა გადაიხადოს? კონკრეტული კონტრაქტებია გაფორმებული. საარჩევნო პერიოდში გვქონდა სხვადასხვა ხარჯთან დაკავშირებული დავალიანება, რის გამოც, როცა გაგვიჩნდა საშუალება ოფისის გაყიდვის შემდგომ, ამ დავალიანების უდიდესი ნაწილი, თუ, მგონი, მთლიანად, იქნა გასტუმრებული. კიდევ იყო, მგონი, საარქივო მასალის ხარჯი. კონტრაქტები როცა ფორმდება სხვადასხვა აქტორს შორის, ეს ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინტერესს ატარებს? არ არის ასე. საარჩევნო დავალიანება გავისტუმრეთ და არსებობს ამის დოკუმენტაცია. ალბათ ხვდებით, ეს ყველაფერი უკანონოდ რომ იყოს გადახდილი, მხოლოდ გაფრთხილებით არ დასრულდებოდა ეს პროცესი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა. კომინიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)