|
2026-01-15 18:14:52, 607 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე პოსტით ეხმაურება ირანის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 26 წლის აქტივისტ ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯიან. "Fox News: "პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ, ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც". ეს კარგი ამბავია. იმედია, ასე გაგრძელდება", - წერს დონალდ ტრამპი. ირანის სასამართლოს ცნობით, ერფან სოლტანს ბრალად ედება "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულება და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობა". ისინი განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრალდებები, თუნდაც სასამართლომ დაადასტუროს, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს. როგორც ცნობილი იყო, ერფან სოლტანი 14 იანვარს სიკვდილით უნდა დაესაჯათ. 14 იანვარს Sky News ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ. თუმცა Sky News წერდა, რომ მათი ინფორმაციით, აქტივისტის ნებისმიერ დროს სიკვდილით დასჯის საფრთხე კვლავ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)