|
2026-01-15 00:56:19, 851 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა, აღარ არსებობს სიკვდილით დასჯის გეგმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ ოვალურ კაბინეტში ირანთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. დონალდ ტრამპის თქმით, მას აცნობეს, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. "შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. საკმაოდ სანდო წყარომ მითხრა ამის შესახებ, თუმცა ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები ჩერდება. ისინი შეჩერდა. არ არსებობს გეგმები არც სიკვდილით დასჯაზე და არც ამის აღსრულებაზე. ამის შესახებ სანდო წყაროსგან ვარ ინფორმირებული. დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, თუ ეს მოხდება, ძალიან გავბრაზდები, თქვენც გაბრაზდებით", - თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)