|
2026-01-13 13:15:08, 749 ნახვა
პოლიტიკა
RFE/RL: დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია
რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერს ქართველი კაპიტანი ჰყავს. კაპიტანი - ავთანდილ კალანდაძეა, მეზღვაური ბათუმიდან. რადიო თავისუფლება წერს, რომ ინფორმაციას ადასტურებენ მეზღვაურებიც და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია. საუბარია მარინერას ბორტზე მყოფ მეზღვაურებზე. რუსული სამთავრობო არხი წერდა, რომ ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგებოდა: 20 მათგანი უკრაინელი იყო, ექვსი, კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ორი - რუსეთის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი M/V Bella 1 ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა. ტანკერის დაკავება განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მონაწილეობით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის - USCGC Munro-ს მიერ იყო შემჩნეული. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Bella 1 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონოდ ახორციელებდა ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)