18:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 18:47:14, 728 ნახვა

პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი: აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „წესებზე დამყარებული გლობალური წესრიგის იგნორირებისთვის“.

„აშშ არის დამკვიდრებული ძალა, რომელიც თანდათან ზურგს აქცევს ზოგიერთ მოკავშირეს და თავისუფლდება საერთაშორისო წესებისგან, რომლის წინ წაწევასაც თავად ახდენდა“, – განაცხადა მაკრონმა.

თავის გამოსვლაში მაკრონმა აღწერა „მტაცებელი გლობალური ძალები, რომლებიც სამყაროს გავლენის სფეროებად დაყოფისკენ მიისწრაფვიან და სადაც აშშ დომინირებს დასავლეთ ნახევარსფეროში“.

„ჩვენ ვვითარდებით დიდი ძალების სამყაროში, სადაც არსებობს რეალური ცდუნება, რომ მსოფლიო დაიყოს. ის, რაც ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ზოგჯერ დღეებში, არ ამცირებს ამ შეფასებას“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში აშშ ვაჭრობის წესებისა და „უსაფრთხოების ზოგიერთი ელემენტის“ დარღვევაში დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics