20:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 13:10:43, 503 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ლაჰორში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაკისტანში მომხდარს ტერორისტულ აქტს გმობს.

 „შეძრწუნებული ვარ ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა, მათ შორის ბავშვების და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია. საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას პაკისტანელი ხალხის გვერდით.  ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics