|
2016-03-28 12:52:56, 559 ნახვა
საზოგადოება
საუდის არაბეთის დელეგაცია საქართველოს აგრარულ პოტენციალს ეცნობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციას საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობს. მათივე ინფორმაციით, საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში პირველად იმყოფებიან. ვიზიტი ერთკვირიანია, რომლის ფარგლებში მხარეები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნობიან და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. „მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში გადის ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი -ცხვარი. დელეგაციის წევრებს დავათვალიერებინებთ და გავაცნობთ ინფრასტრუქტურას ვეტერინარიის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობას “,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯიღაურაში სასოფლო-სამეურნეო ბაზის, ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობების, ფერმებისა და საწარმოების დათვალიერებაც. საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)