21:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 14:08:42, 14250 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინას ყველა მიმართულებით უტევენ, მოწინააღმდეგე კი "უკან იხევს"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინას ყველა მიმართულებით უტევენ, მოწინააღმდეგე კი "უკან იხევს".

ამ განცხადებით და უკრაინაზე საუბრით დაიწყო მან მედიისთვის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია.

პუტინის თანახმად, ახლახან მიიღო გენერალური შტაბის მოხსენება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ არსებული ვითარების შესახებ, „სტრატეგიული ინიციატივა სრულად რუსეთის ხელშია“, ყველა მიმართულებით უტევენ და „მოწინააღმდეგე უკან იხევს“.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „უშედეგოდ ცდილობენ“ კრასნოარმეისკის თუნდაც ნაწილის დაბრუნებას და სერიოზული დანაკარგები აქვთ. 

პუტინმა დღეს ისიც განაცხადა, რომ „გათავისუფლებულია“ ქალაქ კონსტანტინოვკის ნახევარზე მეტი. ეს ქალაქიც უკრაინის დონეცკის ოლქშია. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უახლოეს ხანში „გათავისუფლდება“ ამავე ოლქის ქალაქი ლიმანიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics