20:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 10:59:16, 598 ნახვა

საზოგადოება
თინათინ ხიდაშელმა კათოლიკე მრევლს აღდგომა მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კათოლიკე მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის მინისტრი თბილისში, მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მესას დაესწრო.

„მინდა მივულოცო ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ვისთვისაც დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თენდება. მინდა ვუსურვო მათ დღეგრძელობა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. მშვიდობიანი და წარმატებული ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ყოფილიყვნენ მუდამ. ყველას, ვინც დღეს ზეიმობს აღდგომას - სომეხ მრევლს, კათოლიკეებს ვუსურვებ, რომ ერთად გვეპოვოს გამოსავალი იმ მძიმე მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით სულ რამდენიმე დღის წინ. გვეპოვოს მშვიდობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველი ასეთი დღესასწაული ერთმანეთისთვის მიგველოცოს მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნებში.“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საღვთო ლიტურგია კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. ეპისკოპოსმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო ლიტურგიას თავდაცვის მინისტრთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics