|
2016-03-27 10:57:02, 602 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სურბ გევორქში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თინათინ ხიდაშელი თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარ სურბ გევორქში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. „დღევანდელი დღე, აღდგომა, პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. მინდა, ბედნიერი წელი ვუსურვო, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რომ საქართველოს სამხედრო ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურე, ყველა ჯარისკაცი გრძნობდეს თავს ამ შეიარაღებული ძალების ნაწილად. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, საქმით, ყოველდღიური ცხოვრებით ვაჩვენოთ ის ტოლერანტობა, რომლის შესახებაც წიგნებში წაგვიკითხავს, ის სიყვარული ერთმანეთის მიმართ, რომელიც ისტორიის გაკვეთილებით გვისწავლია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, სამხედროებთან ერთად, ბუნებრივია, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ სომხებს, და ბედნიერ აღდგომას ვუსურვებ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანესიანმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო ლიტურგიაზე ტაძარში თავდაცვის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)