21:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 23:41:57, 8011 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის მტკიცებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტუალური აღარაა

თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

მისივე თქმით, ვერც შანტაჟის ამ ბოლო ინსტრუმენტით ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში ხელოვნურად რევოლუციას, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია.

„ჩვენს ინტერესებშია, მოსახლეობის ინტერესებშია, რომ გვქონდეს კომფორტი და არ შეექმნას ადამიანს დისკომფორტი ვიზის რიგში დგომით და ა.შ. მაგრამ, იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა. იმედია, იმას მაინც ხვდებიან, რომ ვერც შანტაჟის ამ ბოლო ინსტრუმენტით ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად რევოლუციას, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ ისინი არაპრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თეორიულად ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, რევოლუციას მაინც ვერ გამოიწვევენ და საბოლოო ჯამში, ის ბოლო ინსტრუმენტიც დაეკარგებათ, რაც აქვთ შემორჩენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ვფიქრობ, უფრო მეტად პრაგმატული გადაწყვეტილებისკენ გადაიხრება ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics