|
2016-03-25 18:36:58, 666 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დაამტკიცეს 2 სამუშაო ჯგუფი, რომელთა საქმიანობა იქნება საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციისა ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და აქტივობების განხორციელება. მიგრაციისა და განვითარების თვალსაზრისით შეხვედრისას ასევე განხილული იქნა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს მიგრაციის კუთხით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში მიღწეული შედეგის მდგრადობას. საუბარი შეეხო მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის შექმნის პროცესს და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთარეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)