|
2016-03-25 16:07:51, 500 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამას დიდუბის გამგეობა და სტუდენტები შეუერთდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას დიდუბის გამგეობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შემუერთდნენ. მათ თბილისში, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგზაო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, სამხატვრო აკადემიისა და ილიაუნის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელის მოხატვა გვიან ღამით დაიწყეს და დილით დაასრულეს. ზებრა-გადასასვლელზე გამოსახულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო. მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, შსს-სა და დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებმა მძღოლებსა და ქვეითებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები და საინფორმაციო მასალები დაურიგეს. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)