|
2016-03-25 14:29:36, 634 ნახვა
საზოგადოება
თანამედროვე მწერლები მუხროვანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ
თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები, ამჯერად, მუხროვანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ. თვადცვის სამინისტროს ინფორმაციით, ია სულაბერიძემ, ბაღათერ არაბულმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ეკატერინე ტოგონიძემ, ტორესა მოსიმ, ეკა კვიციანმა, შარლოტა კვანტალიანმა,თეონა დოლენჯაშვილმა და ედუარდ უგულავამ სამხედროებს საკუთარი შემოქმედება პირადად გააცნეს. მათივე ინფორმაციით, ასევე, შესთავაზეს ჟურნალ „ცისკრის“ პროექტში ჩართვა და მათ მიერ დაწერილი ლექსების ჟურნალში გამოქვეყნება. სტუმრებმა შეხვედრის დასასრულს სამხედრო ბაზას საჩუქრად წიგნები გადასცეს. თანამედროვე მწერლები და პოეტები სამხედრო ბაზას პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ეწვივნენ. აღნიშნული პროექტი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის 2015 წლის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამედროვე ქართველი მწერლები ჯარისკაცებს, პროექტის ფარგლებში, პირველად გასული წლის 7 ნოემბერს, კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში შეხვდნენ, მას შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)