|
2025-11-07 10:40:06, 951 ნახვა
მსოფლიო
რუსული ნავთობის ფასი, ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, კიდევ დაეცა
რუსული ნავთობის ფასი, ტრამპის მიერ Роснефть-სა და Лукойл-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, კიდევ დაეცა. სანქციების დაწესების შემდეგ, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი 65%-ით დავარდა, ჩინური ტრეიდერებიც სიფრთხილით უყურებენ რუსულ შავ ოქროს და თანდათანობით დაიწყეს დივერსიფიკაციის პროცესი, პირველილები ამ მხრივ სახელმწიფო კომპანიები იყვნენ. ამ ვითარებიდან გამომდინარე, რუსებმა Urals-ის მარკის ნავთობი 4 დოლარით კიდევ გააიაფეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1 წლის მანძილზე. ამასთან ერთად, ESPO-ს მარკის ნავთობი, რომელსაც ჩინელები ყიდულობენ, Brent-ის მარკის ნავთობთან შედარებით ასევე ფასდაკლებით ივაჭრება. რუსული ნავთობის აზიური ბაზარი ახლა ძლიერ პოლარიზებულია - ბარელები იმ სუბიექტებისგან, რომლებზეც ამერიკის დაწესებული სანქციები არ ვრცელდება, პრემიით იყიდება, ხოლო ტვირთები, რომლებიც დაკავშირებულია მიმწოდებლებთან ან ტანკერებთან, რომელზეც ვრცელდება სანქციები - შესამჩნევი ფასდაკლებით ივაჭრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)