06:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 12:50:57, 643 ნახვა

პოლიტიკა
POG: დავაკავეთ კაცი, რომელმაც დაზარალებულის FB-ში მოტყუებით შეაღწია, პირად მიმოწერას გაეცნო

პროკურატურის ცნობით, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

POG-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაზარალებულისგან მოტყუებით მოიპოვა სოციალური ქსელის Facebook-ის პაროლის აღსადგენი კოდი, უკანონოთ შეაღწია მისი პროფილზე და დაზარალებულის მესამე პირთან პირადი ხასიათის მიმოწერას გაეცნო.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159 მუხლის პირველი ნაწილით (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) და 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics