აჭარის მთავრობის აპარატში აჭარის რეგიონული განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. 

" />
18:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 17:51:36, 552 ნახვა

საზოგადოება
აჭარის რეგიონული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა

 

აჭარის მთავრობის აპარატში აჭარის რეგიონული განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს,  სამუშაო შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს სტრატეგიის პრეზენტაცია პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა  წარუდგინა.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით  საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად ხორციელდება.

სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიები გაიმართა მთავარი სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების ირგვლივ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ისევე როგორც მინისტრებმა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა, თავიანთი ხედვები წარმოადგინეს, რაც გათვალისწინებული იქნება დოკუმეტის სამომავლო ვერსიაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ფორმულირებას, რომელიც უნდა შემუშავდეს 15 წლიანი საპროგნოზო პერიოდით.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის განვითარების ხედვა უნდა წარმოადგენდეს იმ გრძელვადიან მისწრაფებებსა და მდგომარეობას, რომლის დადგომაც ივარაუდება განვითარების სტრატეგიის, ასევე, სხვა დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, სახელმწიფო პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შედეგად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics