|
2016-03-24 17:50:46, 567 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოს ფედერაციას, კომპანია “პსპ”-სა და ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, კომპანია “პსპ”-სა და ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კომპანია ,, ზედაზენის ’’ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა, “პსპ ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც მიესალმა კერძო კომპანიების ინიციატივას, მხარი დაუჭირონ ძიუდოს ფედერაციას. ხელშეკრულების თანახმად, ძიუდოს ფედერაცია ოთხი წლის მანძილზე სასპონსორო თანხის სახით, დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება. კომპანიები „პსპ“ და „ზედაზენი“ გაერთიანდნენ ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერად სლოგანით „ერთად შევქმნათ გამარჯვების ისტორია“. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ლისა ალანი და ლუისა გალეა. ხელშეკრულების გაფორმება უწინ უძღვის ისეთ მნინელოვან მოვლენას, როგორიცაა ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირის „თბილისის გრან პრი 2016“-ს, რომელიც 25-27 მარტს იმართება თბილისში. სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, სამწრვრთნელო შტაბის წევრები, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)