09:33 - 24 May, 2026
|
2025-10-22 22:50:41, 1012 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს ოჯახი ეძებს
თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელმაც საქართველოს ციხე, დაახლოებით, 6 თვის წინ დატოვა, ოჯახი ეძებს. აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი მეუღლის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს. "დღეს ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი უნდა წასულიყო საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 329 დღეა, გრძელდება. თუმცა სახლიდან გასვლის შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. გუშინ და წინა დღეს აფგანმა შემატყობინა, რომ მას უთვალთვალებდნენ. როგორც ჩანს, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმების მხრიდან", - დაწერა მან. აფგან სადიგოვი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის აქტიური მონაწილეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)