|
2025-10-19 23:58:59, 707 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და მედია ადვოკატირებისთვის ვახო სანაიას გათავისუფლებას ითხოვენ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიის ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ, ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურებიან. ცნობისთვის, დღეს, გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის შსს-მ 14 პირი დააკავა, მათ შორის არის ვახო სანაიაც. ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტს და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ადვოკატირების კოალიციის აზრით, სანაიას დაკავება "მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა", თვლიან, რომ მსგავსი ზეწოლა მედიის წარმომადგენლებზე გამონაკლისი არაა და ბოლო წლების განმავლობაში სისტემური სახე მიიღო. ქარტიის შეფასებით, ბოლო თვეებში შემოღებული ცვლილებებით, ოცნება "ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას." მათი განცხადებით, მედია უკვე დიდი ხანია ქართული ოცნების სამიზნედაა ქცეული, სანაიას დაკავებასაც სწორედ ამ კონტექსტში აფასებენ და თვლიან, რომ ეს მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)