09:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 14:38:32, 949 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პრემიერს სჯერა რომ საქართველოში 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე

გასული 4 წლის განმავლობაში და უკვე მე-5 წელია საქართველოს აღენიშნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც  პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე საქართველოში. 

„პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს ინდექსი, ეს რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ წინსვლა არის შთამბეჭდავი, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში", -  განაცხადა კობახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics