|
2016-03-24 10:36:36, 541 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 11:00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ემსახურება ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გააცნობს. სიახლის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)