|
2016-03-23 16:41:35, 1193 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ღონისძიებებს გამართავს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ხვალ გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს: 11:00 საათზე ბათუმის N2 საჯარო სკოლაში გაიმართება შეხვედრა. მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას ტუბერკულოზის გავრცელების, მკურნალობისა და პრევენციის შესახებ. 14:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექცია თემაზე: – ,,ტუბერკულოზი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებული პრობლემა“. წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად - “Unite to End TB”– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“. მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება. საქართველომ შეიმუშავა ტუბერკულოზის კონტროლის ახალი სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებისთვის განსაზღვრავს ტუბერკულოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში გახორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად - პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უნზრუნველყოფს; 2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს ახალი რეჟიმების მიხედვით (ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული გაიდლაინების მოთხოვნათა დაცვით); ქვეყანაში პროგრამულად ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტი - ბედაქილინი (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გლობალური დონაციის პროგრამით); 2015 წელს, ქვეყანამ საბიუჯეტო სახსრებით პირველად შეიძინა ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტები. ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის და რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი სადიაგნოს¬ტი¬კო საშუალება ჯინ ექსპერტ-აპარატურა, რომელიც გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი. Unite to End TB”– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)