|
2025-09-26 09:28:32, 1999 ნახვა
მსოფლიო
დანიაში, დრონების საფრთხის გამო ალბორგის აეროპორტმა კვლავ შეაჩერა ფუნქციონირება
დანიური ტელეარხ TV2-ის ცნობით, 26 სექტემბრის ღამეს, დანიაში, ალბორგის აეროპორტის საჰაერო სივრცე ერთი საათით დაიხურა. აეროპორტი დაიხურა ტერიტორიაზე დრონის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციის გამო. ჩრდილოეთ იუტლანდიის პოლიციამ ვერ დაადასტურა ტერიტორიაზე დრონის არსებობა. „ჩვენ საფუძვლიანად გამოვიკვლიეთ ტერიტორია და ვერაფერი ვიპოვეთ“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა არხს. ჩრდილოეთ იუტლანდიის პოლიციამ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნიდან ღამით არაერთი შეტყობინება მიიღეს ცაში სავარაუდოდ დრონების დაფიქსირების შესახებ. გამოძიებამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. 24 სექტემბერს, დანიაში, ალბორგის აეროპორტმა შეაჩერა ფუნქციონირება საჰაერო სივრცეში დრონების აღმოჩენის გამო. ეს იყო მეორე მსგავსი ინციდენტი ქვეყანაში ერთ კვირაში. დანიის თავდაცვის მინისტრმა (https://t.me/tvrain/94715) ამ ინციდენტებს „ჰიბრიდული თავდასხმები“ უწოდა. Bloomberg-ის ცნობით, დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ დანიის საჰაერო სივრცეში უცნობი დრონების ინციდენტების უკან „პროფესიონალი აქტორი“ დგას. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ინციდენტს დანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე „სერიოზული თავდასხმა“ უწოდა. მან განაცხადა, რომ ინციდენტის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს. „არსებობენ ქვეყნები ან აქტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესუსტებით“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა. თუმცა, პოულსენმა დასძინა, რომ დანიას ამჟამად „რუსეთთან პირდაპირი კავშირის დამყარების საფუძველი არ აქვს“. Bloomberg-ის ცნობით, დანიის ხელისუფლებამ შეიარაღებულ ძალებთან და სადაზვერვო სამსახურებთან ერთად „ინტენსიური გამოძიება“ დაიწყო. დანია ასევე, როგორც იტყობინებიან, აპირებს ინვესტიციების ჩადებას დრონების საწინააღმდეგო ახალ თავდაცვაში და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას დრონების გამოყენების შეზღუდვის მიზნით. დანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს ნატოს ქარტიის მე-4 მუხლის ამოქმედებას, რომელიც მოკავშირეებს შორის კონსულტაციებს იწყებს.
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)