14:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 21:23:01, 1408 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე - გაეროში გამოსვლისას ივანიშვილის რუსული ბანდის თოჯინამ განაცხადა, თითქოს საქართველოს არა რუსეთთან, არამედ აფხაზებსა და ოსებთან აქვს კონფლიქტი

„გაეროში გამოსვლისას ივანიშვილის რუსული ბანდის თოჯინამ განაცხადა, თითქოს საქართველოს არა რუსეთთან, არამედ აფხაზებსა და ოსებთან აქვს კონფლიქტი. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობის დაცვას.”- წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში

მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდის უწიგნურმა (კითხვა კი ცოდნია, ეგეც კარგი)  თოჯინამ გაეროში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსეთის ფორმულა, რომ თურმე ჩვენ ქართველებს, საქართველოს კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან კი არ გვქონია, არამედ მიმართა აფხაზებსა და ოსებს, თითქოს საქართველოს მათთან აქვს კონფლიქტი

არც ერთხელ არ უხსენებია ის რაც არის ქართველი ხალხის 80%-ზე მეტის სურვილი და ნება, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლშიც არის დაფიქსირებული. მთავარი, თურმე საქართველომ მშვიდობა “ნებისმიერ ფასად” უნდა შეინარჩუნოს, ანუ დამოუკიდებლობის, სუვერნიტეტისა და თავისუფლების დაკარგვის ფასადაც კი

მაშინ რისთვის გვაქვს სახელმწიფო, ჯარი, ან უშიშროების უზრუნველმყოფელი სტრუქტურები

მასე რომ ეფიქრათ დავით აღმაშენებელს ან  მეფე ერეკლეს, ვის სახელსაც თვალთმაქცურად და ფარისევლურად ეფარებიან და იყენებენ, დღეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არ გვექნებოდა.

ომი ცხადია არავის უნდა, მაგრამ თუ  პოტენციურ ან რეალურ მტერს (დღეს რუსეთს) წინასწარ ეუბნები, რომ ოღონდ არ მეომო ყველაფერს დაგითმობ, ბუნებრივია თავზე დაგაჯდება და დაგიმონებს.

ასეთი დამონებისა და მტერზე დამორჩილების, ოკუპაციასთან შეგუების, მოღალატურ პოლიტიკას ატარებს ოლიგარქ ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ეს რუსული ბანდა.

სწორედ ესაა მთავარი რასაც არ შეეგუება ამაყი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი და ამიტომ ყველა ერთად ვეტყვით მათ არა, წადით! დიდება საქართველოს!” - წერასბარამიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics