14:53 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 13:12:19, 935 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი - ოგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ხაბეიშვილი

"როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში, როგორ უკანონოდაც დააკავეს პოლიტიკური პოზიციის გამო ლევან ხაბეიშვილი, ასე დააკავებენ აქტივისტებსაც.

რატომ დააკავეს? იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილმა გააჩინა რწმენა, მტკიცე რწმენა, რომ სისტემა აუცილებლად დაიშლება ბოლომდე. ისედაც იშლება ეს სისტემა. დავინახეთ, რომ ყველა მისი დაპირება სრულდებოდა, რასაც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა. სისტემა ერთმანეთს შიგნით არათუ იჭერს, კლავს კიდევაც. ერთმანეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში არიან შესულები.

ამ დროს, ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, მობილიზების შემთხვევაში გაირღვევა. 4 ოქტომბერს ეს აუცილებლად მოხდება. როგორც ლევან ხაბეიშვილს მოექცნენ, ისე მოექცევიან სხვა აქტივისტებსაც, თუ ეს რეჟიმი დარჩება ე.წ. ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, არ დარჩება. როგორც უკანონოდ დააპატიმრეს, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური პოზიციის გამო ლევან ხაბეიშვილი, ასე დააკავებენ აქტივისტებსაც, თუ ეს რეჟიმი დარჩა ხელისუფლებაში. ამიტომ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ. მისი მეგობრები, თანამებრძოლები პირობას ვდებთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს!" - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics