|
2016-03-23 12:32:04, 665 ნახვა
საზოგადოება
ლიკა ჭუმბურიძე: განვითარებული პირველადი ჯანდაცვა ჯანსაღი ცხოვრებისა და პაციენტზე ზრუნვის საწინდარია
ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი” ეხმარება. მათი მორიგი ერთობლივი სოციალური ინიციატივაა „რა გაწუხებთ?” პროექტის მიზანია, მოსახლეობის გამოკითხვა სპეციალური კითხვარებით და მათი პრობლემებისა და საჭიროებების დააფიქსირება. ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში 16 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ვებ-გვერდზე www.1505.ge კითხვარების შევსება გრძელდება. გამოკითხვის შუალედური შედეგებიდან გამოჩნდა, რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, ამბულატორიული მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. „Inova health care“-ის საოპერაციო დირექტორი ლიკა ჭუმბურიძე გვესაუბრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე. მას მიაჩნია, რომ ამ რგოლის განვითარება ხელს შეუწყობს დაავადებების ნაადრევ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციას: „ყველაფრის საწინდარი არის პირველადი ჯანდაცვა, პაციენტისთვის დროული დიაგნოზის დასმა. თუკი პირველადი რგოლი იქნება აწყობილი და სწორად გამართული, ეს საშუალებას მოგვცემს, მეორად რგოლზე, სტაციონარულ სისტემაში სახელმწიფომ დაზოგოს დიდი თანხა და მკვეთრად გაიზარდოს მკურნალობის ხარისხი. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება ხელს შეუწყობს ამჟამად არსებული ტენდენციის შეცვლას: უფრო რთულ სტადიებზე გამოვლენილი დაავადებები საწყის ეტაპზევე გამოვლინდება. პაციენტს შეუძლია თავისი პაკეტით, დაფინანსების ფარგლებში, წელიწადში ორჯერ ამბულატორიაში უფასოდ გაიკეთოს გამოკვლევა. ასეთ დროს რისკი, რომ დაავადება გართულებულ სტადიაზე გამოვლინდება, საგრძნობლად იკლებს”. ლიკა ჭუმბურიძემ ამბულატორიული სისტემის გამართულად მუშაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: ,,პარალელურად, უნდა მოხდეს ამბულატორიული სისტემის განვითარება.ჩემი აზრით, სტაციონარულ სექტორზე რა დაფინანსებაც მიდის, ნაწილი უნდა გადავიდეს ამბულატორიულ სექტორში და მის განვითარებას მოხმარდეს. ეს ყველაფერი ერთად გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ პირველადი ჯანდაცვა ჯანსაღი ცხოვრებისა და პაციენტზე ზრუნვის საწინდარია”.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)