|
2025-09-12 11:07:17, 1123 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ტვინის შერყევით" კარდიოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მკურნალობას ამავე კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილებაში განაგრძობს. თუმცა ბურჭულაძის ადვოკატი ამტკიცებდა რომ მან ტვინის შერყევა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მიიღო. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ უთხრა ბურჭულაძის სახლთან მყოფ ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ მან "საყოფაცხოვრებო პირობებში ტვინის შერყევა მიიღო და ექიმების რეკომენდაციით წოლით რეჟიმში იმყოფებოდა." "სახლში იყო, ჩვეულებრივ გადაადგილების დროს წაიქცა და დაზიანება მიიღო, ტვინის შერყევა აქვს, რამდენიმე დღეა აქვს წოლითი რეჟიმი", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მან დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ კვადროციკლიდან გადმოვარდნის გამო, მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რის გამოც, ბურჭულაძემ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა. თავის მხრივ, კლინიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)