|
2025-09-09 09:47:12, 1128 ნახვა
მსოფლიო
საფრანეთის მთავრობა გადადგა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია
საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობას, რომლის პროგრამაც მიზნად ისახავდა გაზრდილი ეროვნული ვალის შემცირებას და ხარჯების 44 მილიარდი ევროთი (51,51 მილიარდი აშშ დოლარით) შემცირებას. მინისტრთა კაბინეტის გადადგომამ, რომელსაც კანონმდებლების უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰქონდა, გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკაში. ფრანგი პოლიტიკოსის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას სულ 364 კანონმდებელმა მისცა ხმა, ხოლო მომხრე 194-მა. ბაირუ სამშაბათს წარადგენს განცხადებას. პარლამენტის დათხოვნის შესახებ ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნას დაიწყებს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი მეხუთე კანდიდატურაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დანიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)