|
2025-09-02 22:23:36, 889 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის მოქალაქეების ნახევარზე მეტი მის გაფართოებას მხარს უჭერს
ევროკავშირის მოქალაქეების ნახევარზე მეტი მის გაფართოებას მხარს უჭერს. გაფართოებასთან დაკავშირებით Eurobarometer-ის კვლევის მონაცემები გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა წარადგინა. "შედეგები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაფართოების საზოგადოებრივი მხარდაჭერის აღმავალ ტრენდს ადასტურებს. ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვამ გაფართოების მხარდაჭერა გაზარდა," - აღნიშნა კოსმა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა ევროპის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით დანიასა და შვედეთშია, სადაც მაჩვენებელი თითქმის 80%-ია. კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ორი მესამედი ევროკავშირის გაფართოებას უჭერს მხარს. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ კოპენჰაგენში, ევროპის საკითხებში მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გაწევრიანების მოლაპარაკებებში პროგრესის გზებზე იყო საუბარი. თუმცა, უნგრეთმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას არ ეთანხმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)