01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 18:40:54, 413 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-ბელარუსის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველო-ბელარუსის მთავრობის წევრების გაფართოებული  მოლაპარაკებების დროს, სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ ფორმატად შეფასდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისიის სხდომებზე მიღწეული შეთანხმებების აღსრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მიზნით, კომისიის თანათავმჯდომარებად ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით არსებულ პოტენციალს, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შედეგების შესახებ და შეთანხმებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე, გაფორმდა შეთანხმება, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის, საქართველო-ბელარუსის ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics