18:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-28 01:12:18, 1032 ნახვა

პოლიტიკა
Amnesty International NGO-ების ყადაღაზე: ოცნება მოსახლეობის ადამიანის უფლებებს საბოტაჟს უწყობს

უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით მოსახლეობის ადამიანის უფლებებს "საბოტაჟს თავად უწყობს" და ეს რეპრესია უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ Amnesty International X-ზე წერს.

"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. ხელისუფლებამ 7 NGO-ს ანგარიშები დააყადაღა და აქციის მონაწილეებისთვის დამცავი აღჭურვილობის დაფინანსების ბრალდებით "საბოტაჟის" სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. წინა საქმეებისგან განსხვავებით ამას შესაძლოა NGO-ების ლიდერების დაკავება მოჰყვეს.

დამოუკიდებელი NGO-ების "საბოტაჟის მონაწილეებად" შერაცხვით ხელისუფლება მათ მუშაობას ზღუდავს და ქვეყანაში სხვებს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გამყინავ გზავნილს უგზავნის.

ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს საბოტაჟს თავად უწყობს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესია უნდა დასრულდეს". - წერს Amnesty International.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics