01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:39:04, 476 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: თანამედროვე სამყარო ყოველი შეტევის შემდეგ მტკიცედ უნდა იდგეს

„ამ ტიპის ბრუტალური შეტევები არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეტევაა, არამედ- ცივილიზებულ, ევროპულ ღირებულებებზე შეტევა“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს, ბრიუსელში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას.

„ამ შეტევას  ერთადერთი პასუხი აქვს - ესაა უფრო მეტად მტკიცედ დგომა და იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ემყარება. ამიტომ, თანამედროვე სამყარო მტკიცედ უნდა იდგეს ყოველი შეტევის შემდეგ.

ჩვენი, როგორც საქართველოს, არჩევანი არის ის, რომ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ჩვენც სხვებთან ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს. შესაბამისად, ჩვენი სპეცსამსახურების მთავარი დავალება უნდა იყოს არა პოლიტიკოსების თვალთვალი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა", - აცხადებს ბაქრაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics