|
2025-08-27 17:38:31, 736 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი- პროკურატურას აქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრების რადიკალური ქმედებებისთვის გამოყენების შესახებ
„პოლიტიკური კონტექსტი არ გამომდინარეობს გამოძიებიდან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობიდან, რომელიც მათ წესდებას სცილდებოდა“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. ვოლსკის თქმით, პროკურატურა განიხილავს საკითხს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. მან აღნიშნა, რომ პროკურატურას აქვს სანდო ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრების რადიკალური ქმედებებისთვის გამოყენების შესახებ, რამაც გამოიწვია შეტაკებები, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა და რევოლუციურ სცენართან დაკავშირებული მრავალი დარღვევა. „ამ ორგანიზაციებმა თავად მოიფიქრეს ეს სცენარი. მათ მოითხოვეს პოლიციაზე თავდასხმა, ფიზიკური დაპირისპირება, პოლიციის გამოძახება და შედეგი, რომლის შესახებაც არ მალავდნენ თავიანთ აზრს - პროცესი სისხლისღვრამდე მისულიყო და ვინმეს სიკვდილით დასრულებულიყო. სწორედ ეს სცენარი უნდა განვითარებულიყო მაიდანზე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)