|
2025-08-26 16:19:14, 860 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი: ევროკავშირი ქართველ ხალხს ემუქრება
„უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ სპეკულაციები გარედან კვლავ ვრცელდება, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზიანს მიაყენებს ქართველ ხალხს - ჩვენ არ დავთმობთ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის მიღებას, რადგან ეს ჩვენს მომავალს ეხება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ. მისი თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პირდაპირ აკონტროლებს „ღრმა სახელმწიფო“. „ჩვენ არ დავუშვებთ ლგბტ პროპაგანდას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ასევე არ ვიტყვით უარს გამჭვირვალობის კანონზე, რადგან სუვერენიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკელი ხალხისთვის. ეს ყველაფერი „ღრმა სახელმწიფოსთვის“ ცნობილია და ახლა გამოიყენება შანტაჟის მექანიზმად, რათა უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზე“ გადაიტანონ. ევროკავშირი თავისი ქმედებებით ემუქრება ქართველ ხალხს. მათ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პირდაპირ აკონტროლებს „ღრმა სახელმწიფო“ და მათზე გავლენა უზარმაზარია. ისინი აყენებენ მოთხოვნებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ვიზალიბერალიზაციასთან და საფრთხეს უქმნიან ქართულ საზოგადოებას. თუ ევროკავშირში დარჩა რაიმე საღი აზრი და იმედი მაქვს, რომ ეს ზოგიერთ ლიდერშიც გამოვლინდება, მაშინ უნდა შეიცვალოს ის უსამართლო მოპყრობა, რომელიც ამჟამად შეინიშნება ქართველი ხალხის მიმართ. თუ მათ არ სურთ, რომ საკუთარ ქვეყნებში საკუთარი ხალხი იგივე უსამართლობის მსხვერპლი გახდეს, მათი გადაწყვეტილება განსხვავებული უნდა იყოს და უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი საერთოდ არ უნდა დაისვას“, - თქვა გორდულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)