18:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 21:26:23, 1434 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი და ტრამპი ოვალურ კაბინეტში პრესის კითხვებს პასუხობენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა.

ტრამპი მას დასავლეთ ფრთის შესასვლელთან დახვდა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული.

ევროპელი ლიდერები - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯო მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი - და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე თეთრ სახლში ადრე ჩავიდნენ.

ჯერ ზელენსკი და ტრამპი შეხვდებიან, შემდეგ კი ევროპელი ლიდერები და რუტე შეუერთდებიან მათ.

შეხვედრაზე ზელენსკის შეუერთდებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. აშშ-ის მხრიდან, ტრამპის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და კიტ კელოგი, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სიუზან უაილსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics