18:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 23:39:06, 2415 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის და პუტინის შეხვედრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის ოთახი ცოტახნის წინ დაატოვებინეს პრესას. ტრამპი და პუტინი სამიტის ადგილამდე ერთი და იგივე აშშ=ს პრეზიდენტის მანქანით მივლენ.
ტრამპი პუტინს წითელ ხალიჩაზე შეხვდა, შემდეგ ისინი ერთად ჩასხდნენ ამერიკის პრეზიდენტის მანქანაში და ღონისძიების ადგილამდე მიიყვანეს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ტასი“ იუწყებიან, რომ სამიტის ადგილამდე დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი მაღალი თანამდებობის პირების ავტოკოლონა გაემგზავრა.

პუტინის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მრჩეველმა იური უშაკოვმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ალიასკაში მყოფ დელეგაციაში შევლენ თავად უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics